ლევან ხაბეიშვილი - ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, ამასობაში დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც სისტემა ამხილა
ლევან ხაბეიშვილი - ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, ამასობაში დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც სისტემა ამხილა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თამარ ბაჩალეიშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგონას მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (ებს), დამკვეთებს – ყველაფერი ამას ადასტურებს.

საქმის გამომძიებელმა, რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია… ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლეს. სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი“,- წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.