ლევან ხაბეიშვილი - ქართველმა ხალხმა მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, კარგად უნდა გვესმოდეს, წინ დიდი ბრძოლაა და დარწმუნებული ვარ, ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა ქართველმა ხალხმა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა და ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს.
„ქართველ ხალხს მინდა, მივულოცო უდიდესი გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეებს ცხადია არ დაავიწყდებათ იდამოკიდებულება, რაც ჰქონდა რუსული პარტიის წარმომადგენლებს, თავად პუტინისტებს საქართველოში, გვახსოვს მათი განცხადებები იგივე კობახიძე რომ აცხადებდა, თურმე ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს, კალაძე ამბობდა, თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვაძლევენ, არ გვაინტერესებს. ასე აბუჩად იგდებდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შესაბამისად, დიახ, მოიპოვა ქართველმა ხალხმა და ასევე, არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ და უმადურობა ძალიან ცუდი საქმეა, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე. ცხადია, მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება. ვულოცავ ქართველ ხალხს საზეიმო ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 2 მარტს განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.