ლევან ხაბეიშვილი გუშინდელ აქციაზე - ტელევიზორში ვინც ვნახე, არცერთი არ იყო ფხიზელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან, დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ
ლევან ხაბეიშვილი გუშინდელ აქციაზე - ტელევიზორში ვინც ვნახე, არცერთი არ იყო ფხიზელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან, დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ

ტელევიზორში რაც ვნახე, ეს ადამიანები არცერთი არ იყო ფხიზელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ გუშინდელ საარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა.

„პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცით ადამიანების დამოკიდებულებები. მაგალითად, ჩვენს კონკრეტულ საცხოვრებელ უბანში, კორპუსში, სადარბაზოებში ადამიანების შეცვლილი განწყობები. რუსული მეთოდებით მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი. 12 წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი მხარდამჭერები არიან ზეწოლების ქვეშ – შევარდნა, დახვედრა, ფიზიკური ანგარიშსწორება. მათ შორის, ლევან გოგიჩაიშვილს გაუსწორდნენ გუშინ და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. სოციალურ ქსელში ამას გამოვეხმაურე, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო, მაგრამ ის დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ სახეზე აწერიათ, რომ ზემოქმედების ქვეშ არიან. ტელევიზორში რაც ვნახე, რასაც ვუყურებდი, ეს ადამიანები არცერთი არ იყო ფხიზელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან. ასეთ მოკრიმინალო, დამპალ სისტემაზე დგას ივანიშვილი. ამიტომ არაფრის შეგეშინდეთ, როცა საქმე ეხება თქვენი შვილების მომავალს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.