ლევან ხაბეიშვილი - პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები გამოვრთოთ და გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, მათ შორის, 28 აპრილსაც.
„მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავებს გადათვლის, რამდენი არიან. პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ჩვენ, საბოლოო ჯამში, გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აცხადებს ხაბეიშვილი.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.