ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე
ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოვიმხრო აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ მემხრობა რუს ოლიგარქთან ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს საერთო მტრის წინააღმდეგ.
„მე დღეს ვიმყოფები სასამართლოში და დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვარ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. მოვუწოდებ ყველას ერთობისკენ, ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემ უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც ამბობენ, ხაბეიშვილს ეს უჭერს მხარს? ძალიანაც გავლენიანი ყოფილა ხაბეიშვილი, თუ ყველა მხარს უჭერს. დარწმუნებული ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, მოვიმხრო აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ მემხრობა რუს ოლიგარქთან ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი.