ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელია ღიად საუბრობდა, რომ 2020 წელს პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა, არ დადგებოდა გლდანში 5 ნომრით, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან
ნიკა მელია ღიად საუბრობდა, რომ 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა, ის არ დადგებოდა გლდანში 5 ნომრით, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„2020 წელთან დაკავშირებით როდესაც არის საუბარი, რომ ნიკა მელიას არ სურდა, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი – არათუ არ სურდა, არამედ ის ღიად საუბრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი, ის 5 ნომრით არ დადგებოდა გლდანში, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან. ეს გაჟღერდა საჯაროდ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ნიკა მელიამ ვისგან რა საჩუქარი მიიღო ან არ მიიღო, არ აინტერესებს.
„არ ვიცი, რა ავტომობილით გადაადგილდება, არც მაინტერესებს, რა საჩუქარი მიიღო, არ მიიღო, სად დააყენა, ეგ არ არის ჩემთვის საინტერესო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.