ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება
„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ეს იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ემსახუროს ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს.
„„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება პარტიული არჩევნები, ეს იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს, ამიტომ, ჩვენ ყველა ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს, ფაქტობრივად, გვერდით, რათა ვემსახუროთ ხალხს. ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის, თუმცა, ცხადია, არ ვაპირებთ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას, ვისაც აქვს სხვა პოზიცია. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, შევჯერდეთ ამ პოზიციებზე, შევჯერდებით, დარწმუნებული ვარ და, საბოლოო ჯამში, ერთობლივი ფრონტით ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს. რა კონფიგურაციით იქნება, როგორ იქნება, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ეს ინფორმაცია ექნება, თუმცა ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ემსახუროს ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.