ლევან ხაბეიშვილი - მინდა, მხნეობა, ჯანმრთელობა ვუსურვო მსოფლიოში ყველაზე მამაც ქართველ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან და ქედი მოვიხარო მათ წინაშე
ლევან ხაბეიშვილი - მინდა, მხნეობა, ჯანმრთელობა ვუსურვო მსოფლიოში ყველაზე მამაც ქართველ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან და ქედი მოვიხარო მათ წინაშე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა და გამარჯვება უსურვა.

ამასთან, ხაბეშვილის თქმით, ჯანმრთელობას უსურვებს ქართველ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვუცხადო მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ძმებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში არიან ბოროტებასთან, მათ მამაც მთავარსარდალ ზელენსკის, მის გუნდს, უკრაინას ვუსურვოთ გამარჯვება, რომელიც მათი თავგანწირვის, ბრძოლის შედეგად უკვე გარდაუვალია. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს ქართველ გმირებს, რომლებმაც უკრაინაში თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის ბრძოლას. მხნეობა, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო მსოფლიოში ყველაზე მამაც ქართველ მეომრებს, ვინც ახლა ფრონტის წინა ხაზზეა. მინდა, ქედი მოვიხარო მათ წინაშე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.