ლევან ხაბეიშვილი - მადლობა აშშ-ს
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა აშშ-ს

მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„„ქართული ოცნების“ წევრებს, რუსული კანონისთვის ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია. ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება? ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.