ლევან ხაბეიშვილი - ხელები მიემტვრევა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებს
ლევან ხაბეიშვილი - ხელები მიემტვრევა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებს

ბიძინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდნენსხვათა შორის, სამთავრობო სხდომაზე ღარიბაშვილს კრიმინალი ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრიც რომ უზის, აყალბებენ, მათ შორის, კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უნდა იცოდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელები მიემტვრევათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ საააკშვილი დროულად გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს, ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა. ყველა ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესები დაჩქარდეს, იწელება. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში არ და ვერ იქნება. შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, გადაყვანას შორის. მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესები დასრულდეს სწრაფად. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ვიდრე მიშა სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება. იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილთან, მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მიემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იყო მისი განცხადება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პარტიის სხვა წევრებთან შეთანხმებული.

„ჩვენ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, არჩევნები მორჩა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ჩვენს ხალხს ჰყავს მთავარი მტერი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება. ამაზე ვკონცენტრირდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა. თუ ვინმეს რამე გაურკვევლობა აქვს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით და არის მოტივირებული, რომ ვინმეს ეკინკლავოს და ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა, ეს არ არის ჩემი საქმე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.