ლევან ხაბეიშვილი კალაძეს - ცუდია, რომ ტყუილებით დაიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა
რვა ოპოზიციონერთან საუბარს, გირჩევნიათ რვა სულ ქურდს ესაუბროთ, – ასე მიმართა თბილისის მერს, კახა კალაძეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე ხაბეიშვილმა განაცხდა, კალაძე მხოლოდ “ქართული ოცნების” მერი არ არის, თუმცა ამ პოზაში იმყოფება.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა კალაძე დაადანაშაულა, რომ ათასობით ლარს იხდის პიარის სამსახურში, რომელიც მას უღჩევს, რომ ოპოზიციას შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს და თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია ან კითხვა აქვს, მარგინალი უწოდოს და ნაძვის ხეზე დაკიდოს.
“მე ამ შეურაცხყოფაში არ შემოგყვებით. მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც საქმესთან ახლოსაა. თქვენ აქ თქვით, ბავშვების ჭამა რა შუაშია, ისინი სამჯერ ჭამენო. თქვენ ან არ მისმენთ, ან არ გესმით. მე ვთქვი, რომ აქადე ერთი ბავშვის კვება ჯდებოდა 1.80 ლარი, ახლა ჯდება 3.60. მაშინაც სამჯერადი კვება იყო და დღესაც. გეკითხებით, თუ ბავშვებისთვის გაძვირდა წიწიბურა და შაქარი, რატომ არ გაძვირდა სოციალურად დაუცველებისთვის?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, ხაბეიშვილის თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ კალაძე ამ ხარჯებს რაღაცას მაინც მოაკლებდა. თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, კალაძემ გამოსცა ბრძანება, რითაც „შტატგარეშე მოსამასახურეებად ადამიანები“ დანიშნა.
„ქალბატონი ყანდიაშვილი რომ იღებს 4 300 ლარს, ეს ქალბატონიც სერვისების განვითარების საგენტოს თანამშრომელია? მრჩევლებს რომ ინიშნავთ ხელშეკრულებით, მაგალითად ნაძალადევის გამგეობაში რომ გყავთ შტტგარეშე თანამშრომელი და გამგებლის მოადგილედ ეცნობა მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენც ასე გაგვეცნო, 3 600 ლარს აძლევთ ამისთვის, ეს ნორმლურია? ცუდი ის არის, რომ ტყუილებით დიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა. თქვენ აგირჩიათ თბილისელებმა მერად, მერე რა, რომ მე რ აგირჩიეთ, თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ მერი. რატომ ხართ ისეთ პოზაში, რომ მარტო „ქართული ოცნების“ მერი ხართ და არა – დანარჩენი თბილისელების?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მან ასევე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს დაინტერესდა, რომელი მათგანი იმყოფინებს 1.18 თეთრს?
„1.18-ად გქონდათ ტენდერი გამოცხადებული, მერიამ 1.18 გამოაცხადა უმაღლეს ჭერად და მეტად ტენდერს ვერ მოიგებდით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.