ლევან ხაბეიშვილი - იმავეს ვუყურებთ, რუსული ოცნება ლანძღავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას
„ნაციონალური მოძრაობის“ თამჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკრიტიკებს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. ხაბეიშვილის თქმით, იგივე ხდება ახლა ვიოლა ფონკრამონთან დაკავშირებითაც.
„ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, მათ ლანძავენ. ჩვენ მათგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას ან ლავროვის კრიტიკას, ასეთ რამეს თქვენ ვერ გაიგებთ, მხოლოდ ნახავთ იმ ადამიანების ლანძღვას, შავ პიარს, შავ კამპანიას, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ისტერია, რაც ახლა რუსულ ოცნებაშია ატეხილი, კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს, რომ ისინი საბოტაჟირებენ ჩვენს ევროპულ მომავალს და აბსოლუტურად რუსულად, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მესიჯებით საუბრობენ. იგივეა, რაც ახლა ფონ კრამონთან ხდება და ახორციელებს რუსული ოცნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.