ლევან ხაბეიშვილი - გვაინტერესებს, რა ბედი ელის იპოდრომის ტერიტორიას
ძალიან მარტივი კითხვა გვქონდა მერთან, რა ბედის ელის იპოდრომის ტერიტორიას, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობაზე ახალმა მთავრობამ იმ პროექტის მიხედვით გამოაცხადა ტენდერი, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო დაიწუნეს. ხაბეიშვილის განცხადებით, დოკუმენტაციაში არაფერი შეცვლილა.
“ძალიან მარტივი შეკითხვა გვქონდა დედაქალაქის მერთან, რა ბედი ელის იპოდრომის ტერიტორიას, რომელიც დღეს არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში. არის თუ არა რაიმე შეთანხმება ესტაკადის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით და თანახმაა თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ მის ტერიტორიაზე მშენებლობა დაიწყოს. ახალმა მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ესტაკადასთან დაკავშირებით, მაშინ როდესად ეს პროექტი ნარმანიას დროს დაიწუნეს კონკრეტული დოკუმენტაციის პრობლემების გამო. დღეს ეს დოკუნემტაცია არ მოგვარებულა.
დაწუნებული იყო, რადგან ოფიციალური დოკუმენტებით, ტეროტირია კერძო მესაკუთრის არის და კერძო მესაკუთრის საკუთრებაში ხომ არ აშენდებოდა ესტაკადა. ასევე, პრობლემა იყო ხეების მოჭრის საკითხი, ამიტომ ითქვა უარი. ახლანდელი პროექტი არის იდენტური, მაშინაც ამბობდნენ, რომ ხეები უნდა გადავრგოთო, საუბარია 25 ხეზე. თუ გადარგვა იყო შესაძლებელი, მაშინაც გადაერგათ. რაც ქონდა ბიძინა ივანიშვილს პატარ-პატარა ტერიტორიები გააერთიანა და ახლა არის ერთ მფლობელობაში. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ბოსტანში დავდივართ. ამასთან, დოკუმენტაცია არ არსებობს, რა ბედი ელის იპოდრომს“, – განაცხად ლევან ხაბეიშვილმა