ლევან ხაბეიშვილი - ერთ მუშტად შეკრულებს ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია
35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით ერთობის ფასი.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით ერთობის ფასი და იმის ფასი, რომ, ფაქტობრივად, ხალხისთვის შეუძლებელი არაფერია, მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება იყოს მათთვის. შესაბამისად, ჩვენ 35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ რეალობაში ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს. ამიტომ ერთობის ფასი ამ ქვეყანაში არაფერია. ერთ მუშტად შეკრულებს, ცხადია, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.