ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურს მიმართავს, მერიიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული თანხის მიზნობრიობა შეისწავლოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართავს.
ლევან ხაბეიშვილი უწყებას თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული თანხის მიზნობრიობის შესწავლას სთხოვს. ხაბეიშვილის თქმით, მერიამ გაჩეჩილაძე, სხვა მოქალაქეებთან შედარებით, უპირატეს პოზიციაში ჩააყენა, რადგან გაჩეჩილაძეს თანხა სოციალური გაჭირვების გამო არ ჩარიცხვია.
„მილიონერი კალაძე მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს დაეხმარა საბიუჯეტო სახარებით, რომელმაც 30 000 ლარი შეადგინა. მივმართავთ აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ ამ თანხის მიზნობრიობა, რამდენად იყო დასაბუთებული ამ თანხის გადარიცხვა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.