ლევან ხაბეიშვილი - არ ვაპირებ ჭორაობაში შეყოლას, „ნაციონალური მოძრაობა“ ტურბულენტობას არის მიჩვეული, ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, კაბინეტში არაფერი გადაწყდება
ლევან ხაბეიშვილი - არ ვაპირებ ჭორაობაში შეყოლას, „ნაციონალური მოძრაობა“ ტურბულენტობას არის მიჩვეული, ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, კაბინეტში არაფერი გადაწყდება

არაფერი ინციდენტი არ მომხდარა, ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო. მათ შორის, ნოდარ დუმბაძესაც შეუძლია, ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინოს 30 აპრილამდე წერილობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ, გეგმებზე საუბრის ნაცვლად, თანამდებობებს ითხოვენ და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე გადადგომას არ აპირებს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ჭორაობაში შეყოლას არ აპირებს.

„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ტურბულენტობას არის მიჩვეული. არის ჯანსაღი პროცესი, ჯანსაღი კონკურენცია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ჯანსაღია. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, კაბინეტში არაფერი გადაწყდება. მართლა არ მინდა, ჭორაობაში შევიდე. კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.