ლევან ხაბეიშვილი - ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის, ყველა, ვინც უწყობს ხელს, თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს
ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემას, არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის პარტიიდან წასვლას.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნა, ბრძოლის ველზე როცა მთავარი ოპოზიციური პარტიაა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი მსგავს გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს.
„ხატიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ძალიანაც შეიძლება, არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს. ბრძოლის ველზე როცა მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ამ დროს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. ამის მიუხედავად, ეს მისი საქმეა. ჩემი საქმეა ხალხთან ურთიერთობა, შეხვედრები და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ყველას გაერთიანება. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემას, ეს არ არის კარგი. ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.