ლევან ხაბეიშვილი - 2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39,5 ლარად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა, ხალხს აქვს მარტივი შეკითხვა, რატომ გაუძვირეს ცხოვრება
ლევან ხაბეიშვილი - 2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39,5 ლარად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა, ხალხს აქვს მარტივი შეკითხვა, რატომ გაუძვირეს ცხოვრება

2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39,5 ლარად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა. ხალხს აქვს მარტივი შეკითხვა: რატომ გაუძვირეს ცხოვრება და რატომ იხდიან ადამიანები საწვავში იმაზე უფრო მეტს, ვიდრე იხდიდნენ ოდესმე? – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ვიდრე ბენზინგასამართ სადგურებზე ფოთიდან და ბათუმიდან გადანაწილდება საწვავი, ფაქტობრივად, აორმაგებენ მის ღირებულებას.

„20 ლიტრში რომ 62 ლარს გადაიხდით, ზუსტად იმავე 20 ლიტრის შეძენა შესაძლებელი იყო 39 ლარად და 50 თეთრად 2012 წელს და რომ არ თქვან, 2012 წელს რატომ ადარებენო, მარტივი რამე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას: საქართველომდე საწვავი ღირს ერთი ლარი და 65 თეთრი დღევანდელი ფასით მსოფლიო ბირჟაზე, მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ფაქტობრივად, აორმაგებენ ამ თანხას. ამიტომ გვაქვს შეკითხვა და უნდა უპასუხონ ხალხს: რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და, მათ შორის, ადამიანები რომ ასხამენ საწვავს, ბენზინი იქნება თუ დიზელი, რატომ იხდიან უფრო მეტს, ვიდრე იხდიდნენ ოდესმე?“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.