საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღვისმსახურებას ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში დაესწრო.
ლევან იზორიამ ეკლესიას წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირა.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.