ლევან იზორია - ყველა სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით, ვის წინაშეც სახელმწიფოს ამის ვალდებულება აქვს
ლევან იზორია - ყველა სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით, ვის წინაშეც სახელმწიფოს ამის ვალდებულება აქვს

სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური და სახელფასო პირობების გაუმჯობესება წელსაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მინისტრმა საბინაო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყება 2019 წელს ამ მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას იწყებს.

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულებას ვიწყებთ 2019 წელს, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ვაკმაყოფილებთ ბინით,  ვის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ამის ვალდებულება გააჩნია. წელს ვიწყებთ იმით, რომ როგორც გორში, ისე თბილისში მიიღებს სამხედრო მოსამსახურეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ბინებს და 2020 წელს ამ ვალდებულებას  დავასრულებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, არის ფინანსური შესაძლებლობა, რომ დაკმაყოფილდეს ყველა სამხედრო, რომელთაც ბინები კონტრაქტით ეკუთვნით.