ლევან იზორია - ყველა ქმედება, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე აქტიურობას უკავშირდება, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა
ყველა ქმედება, რომელიც სოფელ ატოცში ე.წ. ბორდერიზაციას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მათი შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე აქტიურობას უკავშირდება, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევაა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ უკანონო ქმედებად არის შეფასებული.
„ყველა ქმედება, რომელიც ატოცში ე.წ. ბორდერიზაციას უკავშირდება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მათი შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე აქტიურობას, არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, არის უკანონო, ასეა გაცხადებული მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. ამას ადასტურებს ახლო წარსულში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაც და შესაბამისად, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით პრინციპულად ყოველვის ამის წინააღმდეგი ვიქნებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.