საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების და განვითარების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში.
ფაშინიანის განცხადებით, არსებული მეგობრული და საქმიანი ატმოსფერო თანამშრომლობის გაძლიერების სტიმულირებას ახდენს და ახალ დონეზე გადაჰყავს.
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ 2019 წლის თანამშრომლობის პროგრამის მნიშვნელობაზე.
იზორიას თქმით, საქართველო დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების გაძლიერებით და მზადაა ამ მიმართულებით ეფექტური ურთიერთქმედების გასაგრძელებლად.
შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით დარეგულირების საკითხები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით 21 თებერვალს ეწვია.