ლევან იზორია - ნატო-საქართველოს ურთიერთობები პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით უფრო მაღალ ხარისხში გადადის
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებით ხორციელდება და ეს არის ყველაზე ეფექტიანი, პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც არსებობს ნატო-სა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პირველ არხს ბრიუსელში განუცხადა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოს ეს წარმატება აძლევს საფუძველს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით გადავიდეს უფრო მაღალ ხარისხში.
„ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ინიციატივებზე, ახალ პროგრამაზე, რომელსაც პირობითად ნატო-საქართველოს მზადყოფნის პროგრამა შეიძლება ეწოდოს და ის იქნება ორიენტებული არამხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე, არამედ თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრზე. მათ შორის, ერთობლივი სწავლებების მოცულობის გაფართოებაზე, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვდასხვა ელემენტებს. ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში ნატო-ს სარდლობაში ჩემი ვიზიტის მიზეზი, რათა დღეიდან მოვამზადოთ საფუძველი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სხვა უფრო გაფართოებულ პროგრამაში ტრანსფორმაციისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.