ლევან იზორია ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინისტერიალის ფარგლებში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფორმატში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება.
მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს შტაბ-ბინაში TAAC NORTH-ის ფორმატში, ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, რომელსაც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოწვევით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია დაესწრება.
ბრიუსელი 8-9 ნოემბერს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.