ლევან იზორია - მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას ძალიან ოპტიმისტურად ვაფასებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია აცხადებს, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას ძალიან ოპტიმისტურად აფასებს.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ მშპ-ს 3,9% მიმართული იყოს მთავრობის შენახვაზე, დანარჩენი თანხები კი უნდა მიემართოს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიც არის განათლება, სოციალური საჭიროებები, სიღარიბის დაძლევა.
კითხვაზე, იქნება თუ არა მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.
„თუ იქნება პრემიერ-მინისტრისა და გუნდის მხრიდან განწყობა, რომ კონკრეტული ამოცანები რომლებიც თავდაცვის უწყებაში დავისახეთ, არის იმ გუნდის განსახორციელებელი ვისთან ერთადაც ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, ბუნებრივია, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.