ლევან იზორია - ჯარის კონტექსტში ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მოსაწონი არ არის
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიიჩნევს, რომ ჯარის კონტექსტში ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ არის მოსაწონი.
ამის შესახებ ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ჯარი მაქსიმალურად უნდა იყოს დეპოლიტიზებული.
„წინასაარჩევნო პერიოდში ჯარი უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული იმ სამხედრო მოსამსახურეების მხრიდანაც, რომელთაც წარსულშიშეიარაღებულ ძალებში ეკავათ საპასუხისმგებლო თანამდებობა მით უფრო იმ ფონზე, რა ფონზეც ეს განცხადება გაკეთდა. როცა მხოლოდ ერთი ტელევიზია აშუქებს, ესეც არ არის ალბათ მოსაწონი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
დევი ჭანკოტაძემ მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.