ლევან იზორია - ბერლინში საქართველოს ელჩების შეხვედრაზე განვიხილავთ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ასევე გერმანიის მხარდაჭერის საკითხს ევროინტეგრაციის გზაზე
ლევან იზორია - ბერლინში საქართველოს ელჩების შეხვედრაზე განვიხილავთ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ასევე გერმანიის მხარდაჭერის საკითხს ევროინტეგრაციის გზაზე

დღეს ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება.

შეხვედრას გახსნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ბერლინში ტარდება საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა. მინდა, აღვნიშნო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი ბერბოკის ვიზიტის ორგანიზება, სადაც ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ეს შეხვედრაც იქნება ერთგვარი მობილიზება ევროპის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით, მხარდამჭერ ქვეყანაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რათა ამ ბოლო ეტაპზე, როდესაც მთელი საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს ევროკომიისგან, ჩვენი პარტნიორებისგან ძალების მობილიზაცია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.