ლევან იზორია - ბერლინში ამბასადორიალის შეხვედრა არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ეს კურსი ურყევად უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას
გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია აცხადებს, რომ საქართველოს ელჩების კონფერენციის ბერლინში გამართვა სიმბოლურია და პოლიტიკური გზავნილია საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.
„სიმბოლურია, რომ ბერლინშია ამბასადორიალის შეხვედრა. ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ბუნებრივია, ამ კურსის შეუქცევადობის შესახებ გაცხადებული იქნა დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც ბატონმა პრემიერმა მრავალგზის საჯაროდაც განაცახადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება. ამიტომ ჩვენი მობილიზება, დიპლომატიური კორპუსის, სწორედ ამ მთავარ პრიორიტეტს უკავშირდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ბერლინში საქართველოს ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.