ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, დღესვე მოინახულებს სხვა იზოლატორში მყოფ დაკავებულებს.
„მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების დაწესებულებებთან. ვიცით, რომ ერთი ადამიანი გადაყვანილია „ბოკერიას სახელობის კლინიკაში“. აქედან მივდივარ დიღმის იზოლატორში, სადაც ასევე რვა პირი იმყოფება. მათაც შევხვდები. მინდა, მათგან მქონდეს ინფორმაცია, რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. აქ ვინც ვნახე, ორი მიუთითებს დაზიანებაზე და ერთს ეტყობა სახეზე, მეორე თვითონ ამბობს, რომ არ ეტყობა“, – განაცხადა იოსელიანმა.