ლევან იოსელიანი - ვისურვებდი, ყველა პარტიას საკუთარი დღის წესრიგი ჰქონოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არ იყოს აწყობილი მათი ყველა აქტივობა
ლევან იოსელიანი - ვისურვებდი, ყველა პარტიას საკუთარი დღის წესრიგი ჰქონოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არ იყოს აწყობილი მათი ყველა აქტივობა

ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არ იყოს აწყობილი მათი ყველა აქტივობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ იზიარებს ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით.

„ყველა თვითონ წყვეტს იშიმშილებს თუ არ იშიმშილებს, ყველას პერსონალურ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ პოლიტიკურად არ ვიზიარებ. პარლამენტის წევრია და აირჩია ის გზა, რა გზაც აირჩია. მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ იმ პოზიციას, რომ სააკაშვილს თუ ამის აუცილებლობა იქნება, უნდა გაეწიოს მომსახურება სამოქალაქო კლინიკაში, ამ პოზიციას მეც ვიზიარებ, მაგრამ ნამდვილად არ ვშიმშილობ. არ მიმაჩნია ეს სხვა პარტიის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების საბაბად და საკმარის მიზეზად“, – განაცხადა იოსელიანმა.

ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს.