ლევან იოსელიანი - ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, არაფრის დაწვას არ ვაპირებთ
ჩვენ ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, არაფრის დაწვას და დაჭრას არ ვაპირებთ, როგორც კი მოლაპარაკებები დასრულდება, თუ ვერ შევთანხმდებით, თავისთავად პარლამენტში ჩვენი შესვლა გამორიცხული იქნება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციის წაემომადგენლებს შორის მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება, მათ, ვინც ხვალ მანდატებზე უარს იტყვის, პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწევთ.
„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის და ჩვენი პარტიისთის, რადგან ვიმყოფებით მოლაპარაკებების პროცესში. ასეთი რამის კეთება არის პირდაპირი საბოტაჟი და თუ არ უნდათ მოლაპარაკებები, მაშინ ელჩებსაც უთხრან, ნურც მათთან შეირცხვენენ თავს და რაც მთავარია, ხალხსაც უთხრან, თუ არ გვინდა მოლაპარაკება, მთელი ეს პერიოდი იყო ფარსი და მორჩა, ვაგრძელებთ ქუჩაში ყოფნას – იქნება ყველაფერი გასაგები. ჩვენ ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, არაფრის დაწვას და დაჭრას არ ვაპირებთ, როგორც კი მოლაპარაკებები დასრულდება, თუ ვერ შევთანხმდებით, თავისთავად პარლამენტში ჩვენი შესვლა გამორიცხული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, ხვალ ვინც იტყვის მანდატებზე უარს, იმ ხალხს მოუწევს მერე უკან დაბრუნება პარლამენტში და იმის ახსნა, როგორაა, ჯერ უარს რომ ამბობ და მერე პარლამეტში მიდიხარ.
ვიდრე ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ, ჯერ წინასწაარ გაანალიზონ, როგორ იქნება ეს აღქმული ხალხის მიერ, ზუსტად იგივეა, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთეს – ბოიკოტის პერიოდში მოითხოვეს დაფინანსება გაყალბებული ხმებისთვის და დღემდე ყველას უმტკიცებენ პარლანტში არ შევდივართ, ბოიკოტში ვართ, მაგრამ ფული გვეკუთვნისო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.