ლევან იოსელიანი - ველოდი, რომ „ქართული ოცნება” პრემიერის თანამდებობაზე ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, ღარიბაშვილი ამ მიზნის მისაღწევად არ არის
ველოდი, რომ „ქართული ოცნება” პრემიერის თანამდებობაზე ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.
„ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო. ეს დამოკიდებულება აისახება მის ქმედებებში და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ველოდი, რომ „ქართული ოცნება” ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც ამ ფონს პირიქით დაამშვიდებდა და პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ დაასახელა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.