ლევან იოსელიანი - უმანდატო გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და ნინო ბურჯანაძეს მთელი მანდატიანი ოპოზიცია რომელიღაც ხიდზე მანდატების დასაწვავად მიჰყავთ
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებს, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და ასევე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს, რომლებმაც არჩევნებზე საპარლამენტო მანდატები ვერ მოიპოვეს, დანარჩენი ოპოზიცია ხვალ მათი მანდატების დასაწვავად მიჰყავთ.
აღნიშნულ განცხადებას იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უმანდატო ბოკერიას, უგულავას და ბურჯანაძეს მთელი მანდატიანი ოპოზიცია მიჰყავთ ხვალ მანდატების დასაწვავად რომელიღაც ხიდზე ისე, რომ მოლაპარაკების დასრულებასაც არ ელოდებიან. საგიჟეთში ვცხოვრობთ“, – წერს ლევან იოსელიანი.