ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ ყველა დეტალი, ვინ რას იტყვის, ყველაფერი იქნება გასაჯაროებული და საჯაროდ მოხდება დებატების გახსნა
ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ ყველა დეტალი, ვინ რას იტყვის, ყველაფერი იქნება გასაჯაროებული და საჯაროდ მოხდება დებატების გახსნა

მთავარზე შევთანხმდით, რომ ყველა დეტალი, ორივე დოკუმენტი, ვინ რას იტყვის, ყველაფერი იქნება გასაჯაროებული და საჯაროდ მოხდება დებატების გახსნა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მათი წინადადება, მათი შეთავაზება და გვიდევს ჩვენი შეთავაზება. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ორი დოკუმენტი პუნქტობრივად ხვალ გავიაროთ მათთან ერთად ელჩების თანდასწრებით, იქ გამოჩნდება, რაზე ვთანხმდებით და რაზე ვერა. ამაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ამაზე ერთი შეთანხმება ოპოზიციის შიგნითაც არ არსებობს. ოპოზიციაც განსხვავებულად უდგება ამ საკითხებს და ამიტომ ეს ყველაფერი იქ გაირკვევა. მთავარზე შევთანხმდით, რომ ყველა დეტალი, ორივე დოკუმენტი, ვინ რას იტყვის, ყველაფერი იქნება გასაჯაროებული და საჯაროდ მოხდება დებატების გახსნა ამ საკითხზე, მათ შორის საუბარი იქნება პლებისციტზეც“, – განაცხადა იოსელიანმა.