ლევან იოსელიანი - სენატორებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა „ხალხის ძალის” კანონპროექტი იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის
სენატორებთან საუბრის ერთ-ერთი თემა, რა თქმა უნდა, იქნება „ხალხის ძალის” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც, ჩემი აზრით, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ კანონპროექტზეც ცალსახად გვითხრეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ მისი განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს შესაძლებლობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ნაბიჯი გადადგას ევროკავშირის მიმართულებით. ეს არის, მათ შორის, ჩემი აზრიც. ვეთანხმები ამ მოსაზრებას და შევეცდები, რომ ჩემი ეს ხედვა გავუზიარო პარტნიორებს აშშ-დან”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.