ლევან იოსელიანი - საქართველოში გვაქვს კანონი გრანტების შესახებ, ხომ ლოგიკური იქნებოდა, ერთი მუხლი დამატებოდა გრანტების შესახებ კანონს და ყველაფერი იქნებოდა ამოწურული
ლევან იოსელიანი - საქართველოში გვაქვს კანონი გრანტების შესახებ, ხომ ლოგიკური იქნებოდა, ერთი მუხლი დამატებოდა გრანტების შესახებ კანონს და ყველაფერი იქნებოდა ამოწურული

რატომ არ შეიტანეთ ცვლილება კანონში და რატომ დააინიცირეთ ცალკე მეორე კანონი? ამ შეკითხვით მიმართა „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.

იოსელიანის განცხადებით, უფრო ლოგიკური იქნებოდა გრანტების შესახებ კანონში ერთი მუხლის დამატების ინიცირება მომხდარიყო.

„თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ საქართველოში გვაქვს და მოქმედებს კანონი გრანტების შესახებ. ეს კანონი აწესრიგებს როგორც გრანტის მიღების, ისე მისი გახარჯვის წესს, ასევე აწესრიგებს გრანტის მიმღების მიერ ამ გრანტის მიღების სამართლებრივ საფუძვლებს. მაინტერესებს, თქვენ რასაც აყალიბებთ ამ კანონში და რაზეც თქვით, რომ ნახევარ წუთშიც ეტევა, ეს არის გამჭვირვალობა, სადღაც შეიქმნას რეესტრი, რომ ყველამ შეძლოს და ნახოს, ვის რა შემოსავალი აქვს და საიდან იღებს მას. ხომ ლოგიკური იქნებოდა, რომ ერთი მუხლი დამატებოდა გრანტების შესახებ კანონს და ყველაფერი იქნებოდა ამოწურული, აღარ იქნებოდა არც ამხელა აჟიოტაჟი, არც რაიმე პრობლემა იქნებოდა, არც ვიღაცისთვის აგენტის დაძახება მოგიწევდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი არ გამოიწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, მით უმეტეს, იმასთან შეფარდებით, რაც ახლა ხდება. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ არ შეიტანეთ ცვლილება ამ კანონში და რატომ დაააინიცირეთ ცალკე მეორე კანონი?“ – მიმართა ლევან იოსელიანმა მომხსენებელს.