ლევან იოსელიანი - საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა თუ სურთ, მაშინ უარი მანდატებზე უნდა თქვან, თუ პარლამენტში მარტო „ქართულ ოცნებას“ დავტოვებთ, ამით სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება
რაც პარლამენტში ვარ, მათი მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტი ბევრჯერ ვნახე, მაგრამ ძალიან უხერხულია, როცა განუწყვეტლივ ბოიკოტში ხარ და არაფერზე ამბობ უარს, არც ხელფასზე, არც პრივილეგიებზე, მაგრამ მუშაობაზე უარს ამბობ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, „საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა თუ სურთ, მაშინ უარი მანდატებზე უნდა თქვან და გასაგები იქნება ყველასთვის, რომ უარი თქვეს პარლამენტში ყოფნაზე“.
„უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებთან. ისინი გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს პარლამენტში, ინსტიტუციურ დონეზე ინკლუზიურად. თუ პარლამენტში მარტო „ქართულ ოცნებას“ დავტოვებთ, ამით სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება და მმართველი გუნდი მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა იოსელიანმა.