ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციის მოსაზრებები გაზიარებულია, დარჩა რამდენიმე საკითხი, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებები გაზიარებულია, რამდენიმე საკითხი დარჩა, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები და არც გადახრა შარლ მიშელის დოკუმენტისგან.
„მათაც კარგად ესმით, რომ დოკუმენტი შარლ მიშელის შეთანხმებას უნდა პასუხობდეს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე საბოლოოდ შევთანხმდით. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხია ღიად დარჩენილი, რაზეც დღეს ვიმსჯელებთ. პრინციპულად შეუთანხმებელი საკითხები არ არის. თავმჯდომარის არჩევა შარლ მიშელის დოკუმენტითაა გაწერილი და ამაზე განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია“, – განაცხადა იოსელიანმა.