ლევან იოსელიანი - სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის გადაწყვეტილება თუ იქნება, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, საპირისპირო თუ იქნება, ამასაც წარვუდგენთ
სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის გადაწყვეტილება თუ უარყოფითი იქნება, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, საპირისპირო თუ იქნება, ამასაც წარვუდგენთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
იოსელიანის თქმით, მისი მოადგილე პერიოდულად ეცნობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„სახალხო დამცველთან არსებობს კონსილიუმი, რომელიც შედის მიხეილ სააკაშვილთან და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გარდა ამისა, პერიოდულად შედის ჩემი მოადგილე, რომელიც ეცნობა ვითარებას „ვივამედში“. ამავე დროს, ჩვენ რეგულარულად ვითხოვთ დოკუმენტაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ვუგზავნით ექიმებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს იმის სპეციალური ცოდნა, რომელსაც შეგვიძლია, დავაფუძნოთ ჩვენი მოსაზრებები. კონსილიუმის გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით თუ უარყოფითი იქნება, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას. საპირისპირო თუ იქნება, ამასაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა იოსელიანმა.