ლევან იოსელიანი - რამდენი მილიონიც არ უნდა გადაიხადოს სააკაშვილის ოჯახმა, ივანიშვილს ფულით ვერ აჯობებს, შეუძლიათ აჯობონ სიმართლით და მოწამვლის, წამების ნაწილში სიმართლე მათ მხარეს არ არის
ლევან იოსელიანი - რამდენი მილიონიც არ უნდა გადაიხადოს სააკაშვილის ოჯახმა, ივანიშვილს ფულით ვერ აჯობებს, შეუძლიათ აჯობონ სიმართლით და მოწამვლის, წამების ნაწილში სიმართლე მათ მხარეს არ არის

რამდენი მილიონიც არ უნდა გადაიხადოს სააკაშვილის ოჯახმა, ივანიშვილს ფულით ვერ აჯობებს. ერთადერთი, რითიც შეუძლიათ, აჯობონ, არის სიმართლე და მოწამვლის, წამების ნაწილში სიმართლე მათ მხარეს არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„სიმართლე გითხრათ, არასდროს მჯეროდა, რომ 20 ათას დოლარად, თუ რამდენიც თქვეს, ასეთი კამპანია შესაძლებელი იყო. მეორე ამბავი არის ის, რომ რამდენი მილიონიც არ უნდა გადაიხადოს სააკაშვილის ოჯახმა თუ მისმა მეგობრებმა, ბიძინა ივანიშვილს ფულით ვერ აჯობებენ. ერთადერთი, რითიც შეუძლიათ აჯობონ, არის სიმართლე და ამ ნაწილში, რასაც ეხება მისი მოწამვლა, წამება და ასე შემდეგ, სიმართლე მათ მხარეს არ არის. ამიტომ არ მგონია, რომ ამ კამპანიამ შედეგი გამოიღოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.