ლევან იოსელიანი - საზოგადოება სააკაშვილისგან თუ დაინახავს საკუთარი შეცდომების გადააზრებას, აპატიებს, მაგრამ ჯერჯერობით საპირისპირო რიტორიკას ვისმენთ
ლევან იოსელიანი - საზოგადოება სააკაშვილისგან თუ დაინახავს საკუთარი შეცდომების გადააზრებას, აპატიებს, მაგრამ ჯერჯერობით საპირისპირო რიტორიკას ვისმენთ

ქართველები მიმტევებელი ხალხი ვართ და თუ საზოგადოება სააკაშვილისგან საკუთარი შეცდომების გადააზრებას დაინახავს, მასაც აპატიებს, მაგრამ ჯერჯერობით საპირისპირო რიტორიკას ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქარეთველოს პირველ არხს განუცხადა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, იოსელიანის თქმით, დამნაშავეებმა ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ.

„სააკაშვილთან ჩემი დამოკიდებულება ბევრჯერ გამოვხატე, მე მას პოლიტიკურ პატიმრად არ ვთვლი, ის სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს ციხეში ჯდომა მახარებს ან მინდა. ჩვენ, ქართველები მიმტევებელი ხალხი ვართ და თუ საზოგადოება რეალურად სააკაშვილისგან საკუთარი შეცდომების გადააზრებას დაინახავს, მასაც აპატიებს, მაგრამ ჯერჯერობით საპირისპირო რიტორიკას ვისმენთ. რაც შეეხება მორატორიუმს, არ ვიცი, რა საქმეებს გულისხმობს ბატონი მარგველაშვილი, მაგრამ ყველა საქმეს მორატორიუმი ვერ შეეხება, რადგან ისინი პოლიტიკურად მოტივირებულად არ მიმაჩნია, დამნაშავეებმა ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ. განსაკუთრებით, როცა საქმე წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება“, -განაცხადა იოსელიანმა.