ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ
„ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ამ გზავნილებს მკვეთრად თუ არ ემიჯნები, ე.ი. მათი თანამოაზრე ხარ.
„თავისთავად, ეს წერილები ძალიან არამეგობრული რიტორიკით იყო გამსჭვალული. ეს იყო ის ტექსტები, რომელსაც არ იმსახურებს ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში აშშ-ის აქვს გადამწყვეტი როლი, როგორც არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ძალაშია. როცა ამ ყველაფერს უპირისპირდები, უნდა გესმოდეს, რომ შენი ქვეყნის ინტერესს უპირისპირდები“, – განაცხადა იოსელიანმა.