ლევან იოსელიანი - პროტესტი მისაღებია, თუმცა ჩემთვის გაუგებარია მოწოდება, 26 მაისის დღესასწაულზე არ მიხვიდეთო, ამაზე მნიშვნელოვანი რამე არ არსებობს, ყველას მოვუწოდებ, ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანებს აქვთ უფლება, გამოხატონ პროტესტი კანონის ფარგლებში.
თუმცა, ლევან იოსელიანის თქმით, მისთვის გაუგებარია „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
„ადამიანებს აქვთ უფლება, გამოთქვან პროტესტი კანონის ფარგლებში, პროტესტი არის მისაღები, ნორმალური. უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია 26 მაისთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები, რომ მოუწოდეს, 26 მაისზე არ მიხვიდეთო.
ეს არის ეროვნული დღესასწაული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოს დაარსებასთან, დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან, ჩემი გადმოსახედიდან, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე არ არსებობს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.