ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს სურვილი აქვს, 5 მარტს მოვუსმინოთ, მას უნდა ჰქონდეს ამისი საშუალება
პრეზიდენტს სურვილი აქვს, 5 მარტს მოვუსმინოთ, მას უნდა ჰქონდეს ამისი საშუალება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.
იოსელიანს მიაჩნია, რომ ახლა საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, აჩვენოს დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მივიდეს პარლამენტში.
„პრეზიდენტს სურვილი აქვს, 5 მარტს მოვუსმინოთ. მას უნდა ჰქონდეს საშუალება, მოვიდეს და პარლამენტის წინაშე წარდგეს. მოსაზრება იყო, რომ ეს იყოს 15 მარტს, მაგრამ მნიშვნელოვანია კონტექსტი გავითვალისწინოთ. ვინაიდან, პრეზიდენტი თვლის, რომ 5 მარტს უნდა მოვიდეს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონოდა. 5 მარტს რის თქმასაც აპირებდა, იმას იტყვის 15 მარტსაც. ანგარიში არ შეიცვლება. ამიტომ ვერ ვხვდები, პარლამენტის მხრიდან გაჯიუტება რას ემსახურება, რომ პრეზიდენტმა ანგარიში 5 მარტს წარადგინოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ბიუროს სხდომაზე განიხილება საკითხი, თუ რომელ დღეს წარდგეს პრეზიდენტი წლიური ანგარიშით. ოპოზიცია ითხოვს, რომ ანგარიში პრეზიდენტმა 5 მარტს წარადგინოს, ხოლო უმრავლესობის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სასესიო კვირის პირველსავე სხდომაზე უნდა მივიდეს.