ლევან იოსელიანი - ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან რაც აქამდე ნიკა მელიაზე ვთქვით, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, ვაწყენინო კაცს, რომელიც ციხეში ზის
ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები დაიღალნენ საპროტესტო აქციებით, მუდმივი დაპირისპირებით და მათ პოლიტიკოსების პარლამენტში ნახვა სურთ.
იოსელიანის თქმით, ამას ადასტურებს „ენდიაის“ ბოლო კვლევა, სადაც გამოკითხულთა 80 პროცენტი ამბობს, რომ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იოსელიანი ოპოზიციის დღევანდელ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკება საუკეთესო გამოსავალია.
„ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან აქამდე რაც ვთქვით ნიკა მელიაზე, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, კაცს, რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო. აქედან გამომდინარე, შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ეს დაადასტურა დღევანდელმა დღემ და განვლილმა პერიოდმა”, – განაცახდა იოსელიანმა.