ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობენ არანაირ პროცესში, რაც აზიანებს შესაძლებლობას, ეს ბევრჯერ უთხრეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა
არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ლელო“ და არც „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობენ არანაირ პროცესში, რაც აზიანებს შესაძლებლობას და ეს მათ პირადად ბევრჯერ უთხრეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, როდესაც ჩამოდიოდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება გაზიარებული.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ყველა პუნქტი იქნება გაზიარებული და ყველა პუნქტთან მიმართებაში იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, მაგალითად, როგორიც არის სასამართლო, რომელიც დამაკმაყოფილებელი არის ოპოზიციისთვის და დამაკმაყოფილებელი იქნება ევროკავშირისთვის. თუმცა, არის პუნქტები, სადაც შესრულების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი წინსვლა და პროგრესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ რაც მეტ პუნქტს შევასრულებთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და დავუახლოვდეთ ევროპას. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ არის პარლამენტში, არ მონაწილეობს არცერთ პროცესში. არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ლელო“ და არც „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობენ არანაირ პროცესში. შესაბამისად, ეს აზიანებს შესაძლებლობას და ეს მათ პირადად ბევრჯერ უთხრეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, როდესაც ჩამოდიოდნენ საქართველოში“, – განაცხადა იოსელიანმა.