ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანი იყო პრემიერობის კანდიდატის განცხადება, რომ სახალხო დამცველთან თანამშრომლობა იქნება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი
მნიშვნელოვანი იყო პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადება, რომ სახალხო დამცველთან თანამშრომლობა იქნება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები უნდა იყოს გაზიარებული და გაზიარების ნაწილში მთავრობის როლი გადამწყვეტია.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველდღიურად ეცნობით, რომელიც ძირითადად მიმართულია ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისკენ, ეს რეკომენდაციები უნდა იქნას გაზიარებული და გაზიარების ნაწილში მთავრობის როლი გადამწყვეტია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.