ლევან იოსელიანი - მიკვირს პარტიების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ, პოლიტპატიმრად რომ მივიჩნევდე, აქციაზე ვიდგებოდი
ლევან იოსელიანი – მიკვირს პარტიების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ. პოლიტპატიმრად რომ მივიჩნევდე, აქციაზე ვიდგებოდი.
ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე არ მივდივართ, რადგან ეს არის სხვა პარტიის აქცია, რომელიც მიმართულია მათი ლიდერის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკვირს იმ პარტიების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და ამავე დროს, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ.
„თქვენ იცით, რომ მთელ რიგ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ განვიხილავთ. იმ პარტიების მიკვირს, რომლებიც ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ. ჩემთვის ეს გაუგებარია. მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმარი არ არის კონკრეტულ საქმეებზე. შესაბამისად, მის მხარდასაჭერ აქციაზე არ წავალთ. თუ ადამიანს პოლიტპატიმრად მიიჩნევ, ეს ნიშნავს, რომ ის უსამართლოდ იდევნება, თუ უსამართლოდ იდევნება, მაშინ აქციაზე რატომ არ მიდიხარ და მხარს რატომ არ უჭერ? რომ მივიჩნევდე, პოლიტპატიმარია, იმ აქციაზე ვიდგებოდი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.