ლევან იოსელიანი - მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად თუ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ძალაუფლების აღებას, დარწმუნებული ვარ, ელენე ხოშტარია ამის წინააღმდეგ წავა
მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად თუ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ძალაუფლების აღებას, დარწმუნებული ვარ, ელენე ხოშტარია ამის წინააღმდეგ წავა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ელენე ხოშტარიას განცხადების გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ ერთპიროვნულად გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ძალაუფლების აღებას, ამის საფრთხე თუ დადგება, ელენე ხოშტარია ის ადამიანი იქნება, ვინც ამის წინააღმდეგ წავა.
დეფინიციის, რომ სააკაშვილს არ უნდა თანამდებობა და ძალაუფლება, არ მჯერა“,- განაცხადა იოსელიანმა.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ კოალიციის პირობები თუ შეიცვლება და მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, მაშინ ამ პროცესის მონაწილე არ იქნება, არამედ იქნება ოპოზიციაში.