ლევან იოსელიანი - „ლელოს“ და სხვა პარტიებს რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მათთვის უფრო უკეთესი იქნება
„ლელოს“ და სხვა პარტიებს რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს მათთვის უფრო უკეთესი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძის თაობაზე ნიკა მელიას შეფასებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, „ლელო“ რაც უფრო ნაკლებად იქნება აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება.
„უკეთესი იქნება, გამოკვეთოს საკუთარი იდენტობა და არ აფილირდება სხვა ოპოზიციურ პარტიასთან“, – დასძინა იოსელიანმა.